ჩვენ შესახებ  
 

ხარისხი

შპს „კოლეჯი ხვალინდელი წარმატებისათვის“ არის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება რომელიც აკრედიტებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. სასწავლო პროგრამის სილაბუსი შედგენილია ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს EASA მოთხოვნების შესაბამისად.

ჩვენი ხედვა

საიმედოობა, უსაფრთხოება და სწავლების მაღალი ხარისხი წარმოადგენს საფუძველს, რომელზეც დამყარებულია კოლეჯის ხედვა. ჩვენს უმთავრეს მისიად მივიჩნევთ მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ავიასპეციალისტები და დავეხმაროთ მათ გზის გაკვლევაში ქართულ და ევროპულ პროფესიულ ბაზარზე.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

კოლეჯის განკარგულებაშია უმაღლესი დონის სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სადაც სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიძინონ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ჩვენი ინსტრუქტორები

ჩვენ გვყავს ლიცენზირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორები, რომელთაც აქვთ მდიდარი სამუშაო გამოცდილება ავიაციის სფეროში. ისინი იყენებენ სწავლების თანამედროვე ტექნიკასა და მეთოდებს რათა ეფექტურად გაუზიარონ სტუდენტებს მათთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება.

მენეჯმენტი

მიიღეთ კოლეჯში ხვალინდელი წარმატებისთვის სწავლის ბრწყინვალე გამოცდილება!
თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს გუნდს:

დირექტორი/პასუხისმგებელი პირი
მზია ოსიაშვილი
ელ.ფოსტა: osiashvili@aviationcts.ge
მობ: +995 551312882

სწავლების/გამოცდების მართვის
მენეჯერი
თამაზ ჯორბენაძე
ელ.ფოსტა: t.jorbenadze@aviationcts.ge
მობ:+995 599513658

ხარისხის მართვის მენეჯერი
თენგიზ სასირელი
ელ.ფოსტა: t.sasireli@aviationcts.ge
მობ:+995 551338819

საქმეთა მმართველი
ქეთევან მელაძე:
ელ.ფოსტა: k.meladze@aviationcts.ge
ტელ: (0322) 242437




© 2017 ყველა უფლება დაცულიადამზადებულია შპს რეფრეშის მიერ