COLLEGE FOR TOMORROW'S SUCCESS  
 

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სასწავლო კურსი
თბილისში, საქართველო


შპს „კოლეჯი ხვალინდელი წარმატებისათვის“ მიზანია მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოს ავიაკომპანიები და ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებას. (იხ. ჩვენ შესახებ)

საჰაერო მიმოსვლა მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად საშუალოდ 6%-ით იზრდება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საპროგნოზო მაჩვენებლებით, 2036 წლისთვის მსოფლიოში მგზავრთა ნაკადის თითქმის გაორმაგებაა მოსალოდნელი. ტრანსპორტის ამ სახეობის მზარდი მოთხოვნის ფონზე ავიაკომპანიები კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის შეუვსებელ დეფიციტს განიცდიან.



ეს პრობლემა ლოკალურ ბაზარზე ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებსაც შეეხო. ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენციამ და საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ განაპირობა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის მატება, კერძოდ: 2018 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 5.0 მილიონი მგზავრი, რაც 2017 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით 24%-ით მეტია (4.1 მილიონი მგზავრი).
ჩვენთვის, როგორც სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებისთვის ეს პრობლემა არის გამოწვევა. მიზნად ვისახავთ, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ აღნიშნული გლობალური პრობლემის გადაჭრაში.



ყურადღება!!!


შპს „კოლეჯი ხვალინდელი წარმატებისათვის“ 2019 წლის 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე აცხადებს მიღებას შემდეგ სპეციალობებზე:
• საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება B1.1 (ავიამექანიკოსი)
• საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება B2 (ავიონიკი)
იხილეთ მიღების წესები
© 2017 ყველა უფლება დაცულიადამზადებულია შპს რეფრეშის მიერ